05:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 13:20:32, 1826 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლაში ანექსიის პრობლემა ადეკვატური სიმწვავით არ დაისვა

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს თავის გამოსვლაში მწვავედ არ უსაუბრია რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ანექსიაზე და მისი ტონი ამ მხრივ რბილი იყო.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით პრეზიდენტის გამოსვლა რბილი იყო.  

"პრეზიდენტის მოწოდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის უნდა მოემზადოს, სწორი იყო, მაგრამ ამას სტრატეგია და მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგმა ჭირდება, რაც მთავრობას არ გააცნია.  პრეზიდენტის გამოსვლაში ადეკვატური სიმწვავით არ დაისვა ანექსიის პრობლემა, რომელიც აშკარად ხორციელდება. ამ მხრივ მისი ტონი უფრო მწვავე უნდა ყოფილიყო და გაეკრიტიკებინა მთავრობის არსებული პოლიტიკა. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტის გამოსვლა ჩემთვის რბილი იყო“,-განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით უკვე წარსდგა. ამჟამად პარლამენტში 2 საათიანი შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგადაც დებატების პროცესი დაიწყება, რომელშიც დეპუტატები და მთავრობის წევრები მიირებენ მონაწილეობას. პრეზიდენტის მოხსენებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცი-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ლტოლვილტა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ესწრებიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics