|
2017-04-05 10:31:21, 1534 ნახვა
საზოგადოება
შოთა რეხვიაშვილი გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში იოჰანეს ფან დერ კლაუ თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული სტატუსისა და ლტოლვილთა ნამუშევრების გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გამართულ გამოფენაში ლტოლვილთა ინტეგრაციის ცენტრის „ღია სახლის“ 11-მა ბენეფიციარმა, ერაყიდან და უკრაინიდან, 100-მდე ნამუშევარი - ნახატები, ფოტოები, აქსესუარები, დეკორატიული ნივთები და თოჯინები წარმოადგინეს. მათივე ინფორმაციით, „ღია სახლი“ საქართველოს გაეროს ასოციაციისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობით შეიქმნა. ცენტრი თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვას უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ინტეგრაციის პროცესს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)