|
2017-04-02 10:13:56, 1698 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში დღეს ნატოს დღეები იწყება
საქართველოში დღეს ნატო-ს დღეები იწყება, რომელიც მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებებით გაიხსნება. საინფორმაციო ცენტრი, თავისუფლების მოედანზე მდებარე შენობაში ყველა დაინტერესებულ სტუმარს ღია კარის დღეზე, 12:00 საათიდან ეპატიჟება. ნატო-ს დღეების ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, მათ შორის: საჯარო შეხვედრები, ღია კარის დღეები, ერთი დღე ჯარში, სემინარი მასწავლებლებისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან, ონლაინ-კონფერენციები, ტურნირი ფეხბურთი და სხვა. „ნატო-ს დღეები საქართველოში წელს მეათედ ტარდება. მისი მიზანი გახლავთ საზოგადოების ინფორმირება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. ამ ღონისძიებებს ჩვენ ვატარებთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის აპარატისა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელშეწყობით. დაგეგმილია უამრავი ღონისძიება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. ამ ღონისძიებებს ექნება როგორც შემეცნებითი და საგანმანათლებლო ხასიათი, ასევე სახალისო პროგრამაც, რომელიც 2 აპრილს, გახსნის დღეს, იქნება, განსაკუთრებით ვეპატიჟებით ახალგაზრდებს; 2 აპრილს, 12:00 საათიდან, თავისუფლებაზე, ჩვენი ოფისის კარი ღია იქნება. მობრძანდით, გელოდებათ ძალიან საინტერესო პროგრამა“,-განუცხადა ჟურნალისტებს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ. ნატოს დღეები ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით 11 აპრილს დასრულდება. ფორუმი ტრადიციულად ქალაქ ბრიუსელში იმართება, პარალელურად საქართველოში წელს მეორეჯერ ჩატარდება. ფორუმი სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. მასში მონაწილეობას ამ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატო-ს შტაბ-ბინის, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები მიიღებენ.
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)