17:08 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-01 14:39:39, 2333 ნახვა

მსოფლიო
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია - ISIS-ი მოსახლეობას ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას არ აძლევს

ერაყელი ძალოვნები ქალაქ მოსულის მკვიდრებს კორიდორებს სთავაზობენ, თუმცა "ისლამური სახელმწიფოს" წევრები მათ ქალაქიდან გაქცევის დროს ზურგში ესვრიან, - ამის შესახებ ერაყის ფედერალური პოლიციის ბრიგადის გენერალმა შაკელ ალ ჰავაჯიმ განაცხადა.

ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს.

"ჩვენ გვაქვს უსაფრთხო გასასვლელები, რომლის შესახებაც ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობას მივაწოდეთ. კორიდორების მეშვეობით ქალაქიდან ხალხი გაგვყავს. თუმცა რაიონებიდან, რომლებსაც "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს, ხალხის გამოყვანა ფიზიკურად ვერ ხერხდება. გამოსულ ხალხს, უბრალოდ ზურგში ესვრიან", - აცხადებს გენერალი.

ერაყის არმია და ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით შექმნილი კოალიცია მოსულის გათავისუფლების ოპერაციებს 2016 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს. აღნიშნული ოპერაციის შედეგად ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილის გათავისუფლება მოხდა. მიმდინარე წლის თებერვალში ქვეყნის პრემიერმა ხაიდერ ალ აბადიმ დასავლეთ ტერიტორიების გათავისუფლების თაობაზე ოპერაციის დაწყება დააანონსა.  24 თებერვალს ერაყის სამთავრობო ძალებმა მოსულში სამხედრო ბაზა დაიბრუნეს და დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე შესვლა შეძლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics