|
2017-03-27 19:19:52, 1779 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ლიგა დაიწყო!
25-26 მარტს, თბილისის ლიგის პირველ ტურს „მარაკანასა“ და „ავაზას“ სტადიონებმა უმასპინძლა. შეხვედრები საინტერესო, უმეტეს შემთხვევაში დაძაბულ ორთაბრძოლებში წარიმართა და გულშემატკივართა დიდი ინტერესიც გამოიწვია. პირველი ლიგა „თბილისი სითისა“ და „დანილენდის“ თამაშით გაიხსნა და სითის გამარჯვებით 4-2 დასრულდა. გამორჩეული შეხვედრა „თ.ს აკადემიასა“ და „დელ-მარის“ დაპირისპირება იყო. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ ფრედ 5-5 დასრულდა. ტურის გამორჩეული ფეხბურთელი კი განელი ლეგიონერი ემანუელ იაგერი გახდა, რომელმაც „ს.ფ.კ ლოკომოტივის“ კარში 5 გოლი გაიტანა. უმაღლესი ლიგა მოყვარულთა თასი 2016-ის გამარჯვებული „სეუსა“ და თბილისის ლიგა 2016-ის გამარჯვებული „კვარტალის“ დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვერდა „სეუს“ უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3-0 დასრულდა. უმაღლესი ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი „ნახალოვკის“ ნახევარმცველი გიორგი ჩივაძე გახდა, რომელიც „35-ე თბილისის“ კარში გატანილი სამი გოლის გარდა ბრწყინვალე თამაშით გამოირჩა. უმაღლესი და პირველი ლიგის შედეგები, სატურნირო მდგომარეობა და ბომბარდირთა დავა შემდეგნაირად გამოიყურება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|






ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)