15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 16:07:03, 2658 ნახვა

მსოფლიო
სირიაში ავიადაბომბვის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა

სირიის პროვინცია იდლიბში ავიადაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, დაუდგენელმა თვითმფრინავებმა ციხე დაბომბეს.

როგორც მედია წერს, დაბომბვის შედეგად ციხის ერთი კორპუსი დაზიანდა. უფლებადამცველების ცნობით, პატიმრები მხოლოდ ავიადარტყმის შედეგად არ დაღუპულან. ისინი მიიჩნევენ, რომ ზოგიერთ პატიმარს ესროლეს, როცა ისინი ალმოკიდებული შენობიდან გაღწევას ცდილობდნენ. მათ შორის სულ მცირე ციხის ორი ზედამხედველიც იყო.

BBC-ის ცნობით, შესაბამისი ორგანოები არ ჩქარობენ გაარკვიონ, რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა თვითმფრინავები.

იდლიბის პროვინცია სირიის ოპოზიციის დასაყრდენად ითვლება, მათ შორის იმ ნაწილისაც, სადაც ჯიჰადის დაჯგუფებები იმყოფებიან.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics