|
2017-03-24 21:13:07, 1741 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: საქართველო პირველად აღნიშნავს სახელმწიფო ავტოკეფალიის დღეს, ეს არის დიდი მონაპოვარი
პირველად აღნიშნავს საქართველო სახელმწიფო ავტოკეფალიის დღეს, ეს არის დიდი მონაპოვარი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. პატრიარქტის თქმით, "ავტოკეფალია არის დიდი მადლი". "მე ვფიქრობ, ყველაფერი ხდება ღვთის განგებით. პირველად აღნიშნავს საქართველო სახელმწიფო ავტოკეფალიის დღეს, ეს არის დიდი მონაპოვარი, დიდი ძალა. ავტოკეფალია არის დიდი მადლი. ვინ ვიქნებოდით ავტოკეფალიის გარეშე. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ენა, ეკლესია. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისთვის. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით დიდი მამების წინაშე. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, რომლებიც აქ ბრძანდებით და აღნიშნავთ 100 წლისთავს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ”, - მიმართა პატრიარქმა კონფერენციის მონაწილეებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)