|
2017-03-23 14:51:59, 1353 ნახვა
საზოგადოება
წმინდა ბარბარეს უბანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის მერი დავით ნარმანია და სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი წმინდა ბარბარეს უბანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, წმინდა ბარბარეს უბანში 6 ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება ასფალტის საფარი. აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარი 9 194 კვ.მ-ზე დაიგება. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნულ უბანში გზა გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ არ დაგებულა. „გიგინეიშვილის ქუჩასა და მის პარალელურ ქუჩებზე გზის საფარის დაგების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას უკვე წლებია აწუხებს, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. ამ ეტაპზე, ბარბარეს უბანში სულ 6 მისამართზე დაიგება ასფალტის საფარი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. სამუშაოებს, სამგორის რაიონის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები შპს „იბერი“ და შპს „ჰედეფ ჯორჯია“ აწარმოებენ. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 471 873 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და აპრილში დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)