00:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 09:47:23, 1984 ნახვა

პოლიტიკა
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება 3 დღის განმავლობაში სპეციალური ღონისიძიებებით აღინიშნება

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოში 26 , 27, 28 მარტს სპეციალური ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლის გახსნის შემდეგ, ის სტუდენტებთან ერთად, ჯერ ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქში ათენში და შემდეგ- ევროპის პოლიტიკურ ცენტრში-ბრიუსელში გაემგზავრება:

 „რამდენიმე დღეში ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩაირთვება, ყველა საკანონმდებლო პროცედურა უკვე დასრულებულია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ 3 დღის განმავლობაში გვექნება სპეციალური ღონისიძიებები, 26 , 27, 28 მარტს საგანგებო დაგეგმილი ღონისძიებებით აღვნიშნავთ ქვეყანაში. ასევე, როდესაც უვიზო მიმოსვლა გაიხსნება, მე მივემგზავრები ჯერ ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქში ათენში სტუდენტებთან ერთად და შემდეგ ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღვნიშნოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics