22:56 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 14:15:24, 1303 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი ბელგიის სამეფოში პირველი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს, უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა მინისტრს - ჟან ჟამბონს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი მრებრიშვილი ასევე, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერს, ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში - დიმიტრის ავრამოპულოსს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს - იოჰანეს ჰანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

გიორგი მღებრიშვილი ასევე სიტყვით გამოვა „ევროპის პოლიტიკის ცენტრში“ (EPC) გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ევროკომისიის, საელჩოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics