22:06 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-18 22:18:18, 2009 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძის თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესზე აქცენტი, ვახტანგ ხმალაძის მიერ შეთავაზებულ ინიციატივაზე გაკეთდება

აქცენტს გავაკეთებთ ბატონ ვახტანგ ხმალაძის შემოთავაზებაზე და ამ პრინციპის საფუძველზე ჩამოვაყალიბებთ საარჩევნო პროცედურას პრეზიდენტის არჩევნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ჩართვისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კომისიაში განიხილებოდა ორი ვარიანტი, მათ შორის ვახტანგ ხმალაძის მიერ შეთავაზებული. 

„ჩვენ განვიხილეთ ვახტანგ ხმალაძის წინადადება. ჩვენ განვიხილავდით თავიდანვე ორივე ვარიანტს, როგორც საპარლამენტო წესს, ასევე ვახტანგ ხმალაძის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს, რომელიც ითვალისწინებს რეგიონული წარმომადგენლობით პრეზიდენტის არჩევას. ბოლო სხდომაზე პრინციპში უკვე გამოიკვეთა, რომ ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ბატონ ვახტანგის შემოთავაზებაზე და ამ პრინციპის საფუძველზე ჩამოვაყალიბებთ იმ საარჩევნო პროცედურას, რომელიც უნდა დადგინდეს პრეზიდენტის არჩევნებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics