|
2017-03-17 14:22:42, 1946 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოში „მინი სტრასბურგის“ შექმნის ინიციატივაა წარდგენილი
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც საქართველოში ე.წ. ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედებას შეეხება. “საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უფლებამოსილების მინიჭება, გადასინჯოს და დაადგინოს კონსტიტუციურობა საერთო სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების მიმართ. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ცვლილება იქნება, თუმცა, კომისიის ზოგიერთ წევრს მიაჩნია, რომ ეს გამოიწვევს და გააჩენს საჭიროებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდოს. თუ ძალიან გავამარტივებთ და ძალიან სქემატურად ვიტყვით, ეს შეიძლება იყო მინი სტრასბურგის მოდელი, ადგილობრივი სტრასბურგის მოდელი, რაც ქვეყანას, მათ შორის, დაეხმარება იმაში, რომ შეამციროს სარჩელების რაოდენობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)