18:16 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 18:15:20, 1404 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ, კომპანიის თანამშრომლებს გენერალური დირექტორი, არჩილ ბუკია წარუდგინა.  

არჩილ ბუკიას დღემდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველის თანამდებობა ეკავა. წლების განმავლობაში მუშაობდა  ხელმძღვანელ თანამდებობებზე სხვადასხვა საჯარო და კერძო სტრუქტურებში. მათ შორის საქართველოს თანადაფინანსების ფონდში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოში. 

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics