17:11 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 03:32:15, 1381 ნახვა

საზოგადოება
გაბაიძე: მთავარი მოთხოვნა შესრულებულია, ახლა დავმშვიდდეთ და ნალოლიავებ ინფრასტრუქტურას მოვუფრთხილდეთ

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შესრულებულია, ახლა უნდა დავმშვიდდეთ და ნალოლიავებ ინფრასტრუქტურას მოვუფრთხილდეთ, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ "აჭარის ტელევიზიის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ის, რაც ბათუმში ხდება არც ერთ მხარეს არ აწყობს. მისივე განცხადებით, თუ აღმოჩნდა, რომ ვინმეს მიმართ ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი და ვინმეს უსამართლოდ მოეპყრნენ, პირველ რიგში, ის დადგება ამ ხალხის გვერდით

„ჩემი შეფასება არის ძალიან მოკლე - ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ შეფასებაზე მეტად ახლა მოწოდება მინდა გავაკეთო - დავმშვიდდეთ, არავის აწყობს ეს პროცესი, არც იმ მხარეს, რომელიც პროტესტს გამოთქვამს და არც იმას, ვინც ცდილობს, რომ პროცესები გადაიყვანოს მშიდ ვითარებაში. მთავარი მოთხოვნა შესრულებულია. ახლა უნდა დავმშვიდდეთ და ისედაც ნალოლიავებ ინფრასტრუქტურას - ძლივს კეთდება რაღაც ქალაქში, უნდა მოვუფრთხილდეთ“, - განაცხადა დავით გაბაიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics