15:48 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-11 11:17:07, 1445 ნახვა

საზოგადოება
კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 500 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა

კლდიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 70-მდე ოჯახი დაზარალდა.

ხანძარი შენობის მესამე სართულზე გუშინ საღამოს გაჩნდა და მის ლოკალიზებას რამდენიმე საათი დასჭირდა. ადგილზე მობილიზებული იყო 20 სახანძრო-სამაშველო მანქანა.

მობინადრეებიდან არავინ დაშავებულა. 3-მა მეხანძრემ სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ხანძრის შედეგად დამწვარია 2 500 კვადრატული მეტრის ფართი.

შემთხვევის ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზვიად ქაწაშვილი და გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დაუდევრობით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics