22:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 10:16:53, 468 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის მთავრობამ გაერო-ს დელეგაციისთვის რეგიონის პოტენციალის პრეზენტაცია გამართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავობამ, სპეციალურად გაეროს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობათა წევრებისთვის რეგიონის პოტენციალის პრეზენტაცია გამართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას დაესწრნენ გრენადის, ქეიფ-ვერდეს, ტონგას, იამაიკის, ტიმორ-ლესტეს, უგანდის, ტრინიდადის, ჰაიტის, გვინეის მუდმივი წარმომადგენლები გაეროში. ასევე საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე და გაეროს სამმართველოს მრჩეველი, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა დობორჯგინიძე.

რეგიონის საინვესტიციო გარემო, ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი სტუმრებს ეკონომიკის სამინისტროს ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილებისა და რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცნეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა  სტუმრების რეგიონით დაინტერესებას და მათთვის მნიშვნელოვანი კუთხით წარმოჩენას.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წვერები მოინახულებენ სარფის სასაზღვრო პუნქტს, იუსტიციის სახლს, ძმები  ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმს, ბათუმის პოტანიკურ ბაღს, მუსიკალურ ცენტრსა და პიაცას მოედანს.

გაეროს მუდმივმოქმედ წარმომადგენლობათა წევრები ბათუმში საქართველოში დაგეგმილი 29 მარტი-5 აპრილის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. გაეროს წარმომადგენლები ვიზიტის განმავლობაში სტუმრობენ სხვადასხვა რეგიონს და მართავენ ოფიციალურ შეხვედრებს. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.

გაეროს დელეგაცია ბათუმს 3 აპრილს დატოვებს და თბილისში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics