|
2017-03-07 13:44:36, 1396 ნახვა
საზოგადოება
Human Rights Watch: საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება
ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "რუსთავი 2-ის" გარშემო მიმდინარე პროცესებმა მთავრობის მიერ მედიასა და სასამართლო სისტემაში ჩარევის შესახებ ეჭვი წარმოშვა. ორგანიზაციის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის გიორგი გოგიას თქმით, ქვეყანაში მედიას საფრთხე ემუქრება. "უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხე ექმნება. ჩევნ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მედიის მრავალფეროვნება",-განაცხადა გიორგი გოგიამ. შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ 2 მარტს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით, „რუსთავი 2“-მა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართა. 3 მარტს, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ კორესპონდენციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ საქმეს პროცედურის დაცვით წარმართავს.
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)