|
2017-03-07 13:50:08, 1494 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამა „მოხალისე“ 18 ქალაქში განახლდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" ახალგაზრდული პროგრამა „მოხალისე" განაახლა. პროგრამა იუსტიციის სახლთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით, 18 ქალაქში განხორციელდება და მასში 14-21 წლის ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. მისი მიზანი ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობაა. პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გარკვეული ტრენინგკურსის გავლის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებაში საჭიროების მიხედვით დაეხმარონ. „ინტენსიური ტრენინგები და პრაქტიკული საქმიანობები პროგრამის მონაწილე მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ კურსის გავლის შემდეგ მოხალისეები უფრო მომზადებულნი ჩაერთვებიან იუსტიციის სახლში მოქალაქეების მიღების პროცესში“, - აცხადებენ დანაშაულის პრევენციის ცენტრში. პროგრამა „მოხალისე" განახლდა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, ახალციხის, მარნეულის, ყვარლის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, გორის, ფოთის, თიანეთის, ბორჯომის, ლაგოდეხისა და ონის იუსტიციის სახლებში. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ–ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის წახალისება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
(NS)
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)