14:25 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 18:11:40, 2155 ნახვა

კომენტარი
საკაშვილის თქმით, პარტია წევრი ქალების ენთუზიაზმზე, მათ ინტელექტსა და თავდადებაზე დგას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციის ყრილობაზე სკაიპით ჩაერთო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პარტია წევრი ქალების ენთუზიაზმზე, მათ ინტელექტსა და თავდადებაზე დგას.

სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მართველობის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქალები მაქსიმალურად ყოფილიყვნენ წარმოდგენილი.

„ამის გამო ძალიან დავზარალდი კიდეც. ხანს რას გვიგონებდნენ და ხან - რას. მე მახსოვს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესასწაულზე, ტრიბუნაზე ვდგავარ, იქ წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობა - რამდენიმე ქალბატონი, ძალიან ღირსეული, ძალიან წარმატებული, პარლამენტი - თავისი არცთუ ისე ბოლომდე წარმატებული თავმჯდომარით, როგორც მოგვიანებით გაირკვა. ბებიაჩემი მზიას ხმა მესმის უკნიდან - შეხედეთ, შეხედეთ, რამდენი ქალია პარლამენტსა და მთავრობაში წარმოდგენილი და აი, შეხედეთ, ელენე თევდორაძეს ეს არ არის ერთადერთი, ვისათანაც ღამის ქონას ჩემს შვილიშვილს არ აბრალებენო. სიმართლე არის ის, რომ მე მართლაც დიდ პატივს გცემთ, ძალიან მიყვარხართ და მაშინაც ეს საუბარი იმის გამოვლინება იყო, რომ უნდა ეთამაშა თუ არა ქალს დიდი როლი საზოგადოებაში”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ ქალის როლი არ უნდა იყოს ფასადური, არამედ მათ უნდა შეეძლოთ რეალური იქვნენ გადამწყვეტი როლის შემტანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თინა ბოკუჩავას მადლობა გადაუხადა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics