10:07 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 14:34:02, 1541 ნახვა

საზოგადოება
დედის დღესთან დაკავშირებით დევნილი მრავალშვილიანი დედებისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდა

დედის დღესთან დაკავშირებით, „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურმა კლინიკამ“ იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი დედებისთვის უფასო გამოკვლევები ჩაატარა. 

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბენეფიციარებმა გინეკოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, თერაპევტის, ნევროლოგისა და ენდოკრინოლოგის მომსახურება მიიღეს. 

მათივე ინფორმაციით, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ და „დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა ხათუნა გარდაფხაძემ მოაწერეს ხელი.

„დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა“ აღჭურვილია იტალიური, იაპონური და ესპანური წარმოების მაღალტექნოლოგიური თანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიული დანადგარებით და ყველა კვლევა შეესაბამება ევროპულ სტანდარტს და მუშაობენ წამყვანი სპეციალისტები.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics