06:42 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 15:29:43, 4357 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის პროგრამის შეწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საზოგადოებაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებულ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

უწყების განმარტებით, პროგრამად დაავადების სრულ აღმოფხვრამდე უწყვეტად გაგრძელდება.

 „მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია გილეადსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობა გრძელდება. მხარეებს შორის გაფორმებული 10 წლიანი ხელშეკრულების მიხედვით, საქათველოს ნებისმიერ მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და  უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ მიიღოს.

დღემდე, პროგრამაში   32 000-მდე პაციენტი ჩაერთო. შემთხვევების 90%-ში კი მკურნალობა წარმატების დასრულდა. ამავდროულად აქტიურად მიმდინარეობს სკრინინგული ღონისძიებები. საქართველოს მასშტაბით ტარდება უფასო სკრინინგული კვლევები ადრეულ სტადიაზე დაავადების გამოსავლენად და მკურნალობის პროცესში პაციენტთა დროულად ჩასართავად, რაც უმნიშვნელოვანესია ასეთი  დაავადების სამკურნალოდ. 

C ჰეპატიტის  ელიმინაციის პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესების საგანს. აშშ-ს CDC და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აქტიურად არიან ჩართული როგორც პროგრამის მიმდინარეობის შეფასების, ასევე, C ჰეპატიტის  ელიმინაციის  გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

პროგრამა მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, რაც  ყოველწლიურად  პროგრამაში 20 000-დან  30 000-მდე მოქალაქის ჩართვას გულისხმობს.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ეწვიოს C ჰეპატიტის მართვის ცენტრს (ფალიაშვილის 110)  ჩაიტაროს სკრინინგი უსასყიდლოდ და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს პროგრამაში. ასეთივე მართვის ცენტრი სულ მალე ზუგდიდშიც გაიხსნება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics