14:08 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 13:47:59, 2365 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მამა მიქაელ ბოტკოველი გიორგი ანდრიაძეზე: მე ბავშვი არ ვარ, რომ ემოციურ განცხადებებს ვაკეთებდე

მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს.

ბოტკოველი საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი ანდრიაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პატრიარქის მდივანმა „ემოციური განცხადება გააკეთა“.

„მე ბავშვი არ ვარ, რომ ემოციურ განცხადებებს ვაკეთებდე, საკმაოდ ზრდასრული ადამიანი ვარ. მე მივიღე აბსოლუტურად გაცნობიერებული გადაწყვეტილება და მის რევიზიას არ ვაპირებ. ეს რა თქმა უნდა, თქვას ანდრიაძემ თავისი აზრი, შეიძლება სხვამაც გამოთქვას თავისი პოზიცია. მე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს მამა მიქაელ ბოტკოველმა და დასძინა, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პატრიარქისთვის არ უცნობებია.

შეგახსენებთ, მამა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics