01:29 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 16:28:51, 1425 ნახვა

საზოგადოება
წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირების სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირების სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება.

ამ წუთებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს ნატოს სათაო ოფისში მართავენ. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები უკვე შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის. შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და საზოგადოების ამ პოროცესის შესახებ ინფორმირების კუთხით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

“ნება ქართველი ერის ყოველთვის ევროპისკენ სწრაფვა იყო. დაცულობა იმ რეგიონში, სადაც რუსეთმა არაერთხელ მოახდინა აგრესია და ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ჩვენი ხედვაა, რომ  ჩვენი დაცულობა უსაფრთხოების მხრივ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებაა... ის მითები, რომლებიც არსებობს ნატოს შესახებ უნდა დაინგრეს.” - განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ.

ბელგიაში ვიზიტი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმაც შეაფასა:

“ჩვენ აქ ყველანაირად მიღებული ვართ... ისევე, როგორც ჩვენ, მათაც ემსხვრევათ არსებული სტერეოტიპები, აინტერესებთ ვინ ვართ, რა ხალხი ვართ. ჩვენც გვაინტერესებს სად შევდივართ და რა ფასეულობებია იქ. ჩვენი ვიზიტი და ჩვენი წარმომადგენლობა სწორედ ამას ემსახურება.” - აღნიშნა მეუფე ანტონმა.

ნატოში შეხვედრები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სასულიერო პირებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში კარმენ რომეროს, აშშ-ის, ნიდერლანდების, რუმინეთისა და  ბულგარეთის მუდმივ წარმომადგენლებს. დელეგაცია ესტუმრება საქართველოს წარმომადგენლობას ნატოში, მათ ელჩი ალექსანდრე მაისურაძე უმასპინძლებთ.  

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics