20:49 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 22:50:29, 1269 ნახვა

საზოგადოება
გაერო-ში რუსეთის ელჩი ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

The New York Post-ის ცნობით, დიპლომატი გულის შეტევით გარდაიცვალა. ის რუსეთის საელჩოს შენობაში იყო, როდესაც ადგილობრივი დროით 9:30 საათზე თავი შეუძლოდ იგრძნო. ელჩი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცნობისთვის, ჩურკინი გაეროში რუსეთის წარმომადგენლობას 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ვიტალი ჩურკინის დიპლომატიური კარიერა 1974 წელს იწყება. 1992 წელს ის გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 1994-1998 წლებში მუშაობდა ელჩად ბელგიაში და ნატოში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლად. 2006 წლიდან იყო რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმოადგენელი გაეროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics