|
2017-02-20 16:29:18, 1337 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრის აპარატი სემინარს „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ მართავს
20-21 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით სემინარს „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ მართავს. სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დესისლავა ივანოვამ და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გახსნეს. სემინარის მონაწილეებს, ასევე, მოწვეული სტუმრის სტატუსით სიტყვით მიმართა ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საქმეთა გენერალურმა დირექტორმა ემილია კრალევამ. სემინარზე ქართული მხარე ნატო-სა და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად, საქართველოს 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამის რიგით მე-9 პროექტს განიხილავს. შეხვედრაში მონაწილეობენ ექსპერტები ნატო-ს შტაბ-ბინიდან და წევრი ქვეყნებიდან; ასევე საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოებისა და წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. „დღევანდელ კონფერენციზე განვიხილავთ მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმას, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიებებია და მოხარული ვარ, რომ ნატოელი ექსპერტები, ჩვენი მეგობრები, თბილისში იმყოფებიან, რომლებიც გვეხმარებიან როგორც შედგენაში, ისე განხორციელების პროცესში და ამავე დროს, საელჩოები, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი, ბულგარეთის საელჩო არის დღეს წარმოდგენილი, როგორც ნატო-ს მოკავშირე საელჩო საქართველოში. მადლობა მინდა გადავუხადო მათ გვერდში დგომისთვის.ამიტომ, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო სემინარი გამოგვივა. აქ არის ყველა ღონისძიება გაწერილი, რომელიც წლის განმავლობაში იქნება ჩატარებული. მათ შორის საუბარია ვთქვათ ტრენინგებზე, კონფერენციებზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც უნდა გაატაროს ქვეყანამ დაწყებული თავდაცვის სისტემიდან, დამათავრებული სხვა სფეროებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვა, მედიის თავისუფლება, ყველა ის ღონისძიება, რომელიც გაწერილია ყოველწლიურ გეგმაში და, რა თქმა უნდა, განხილვის საგანს წარმოადგენს 28+1 ფორმატში, ნარტო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. სწორედ ამგვარი განხილვა იყო 17 იანვარს, როცა მე პირადად წარვადგინე გასული წლის შეფასებითი დოკუმენტი“,-განუცხადა ჟურნალისტებს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. სემინარზე ნატო-ს და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2017 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია დაამტკიცებს და შემდგომ ქართული მხარე აღნიშნულ დოკუმენტს ალიანსს წარუდგენს. ინფორმაციისთვის, წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას 2009 წლიდან წარმატებით ახორციელებს.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)