18:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 15:30:00, 1208 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი პაკისტანელ კოლეგას პაკისტანში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის  პრეზიდენტს, მამნუნ ჰუსეინს პაკისტანში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო უსამძიმრებს.

„თქვენო აღმატებულებავ,ნება მომეცით ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლალ შაბაზ ქალანდარის სალოცავში მომხდარი შემზარავი ტერორისტული თავდასხმის გამო. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად განაგრძობს თანამედროვე მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას. მწუხარების ჟამს, საქართველო სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ხალხს. ვუსამძიმრებ ტრაგიკული ვითარების დროს დაღუპულთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ საქართველოს მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics