|
2015-01-13 10:34:41, 4058 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: იმედია, საქართველოში მეტი ესტონური ინვესტიცია შემოვა
„მომავალში იმედია, სასქართველოში მეტი ესტონური ინვესტიცია შემოვა“, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო–ესტონეთის ბიზნეს–ფორუმზე განაცხადა. მისივე თქმით, ესტონეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ქვეყნებს შორის სავაჭრო–ეკონომიკური პოტენციალის ათვისებას ხელს შეუწყობს. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით ნამდვილად ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებას. ესტონეთი ისევე, როგორც საქართველო დიდი ქვეყანა არ არის, მაგრამ ესტონეთმა მართლაც სასწაული მოახდინა, ძალიან მოკლე დროში დიდ წარმატებას მიაღწია“, – აღნიშნა პრემიერმა. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს წინსვლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას, როგორიც ესტონეთშია. რადგან, პრემიერის შეფასებით, ესტონეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ერთ–ერთი გამორჩეული ქვეყანაა. „ ესტონეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და ინოვაციების კუთხით ერთ–ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ძალიან დიდი ნიშვნელობა აქვს ისეთი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას, როგორიც ესტონეთშია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მან აქვე აღნიშნა, რომ ესტონური კომპანია Skinest Group, რომელიც ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციას ახორციელებს, საქართველოში სხვა პროექტების განხორციელებასაც აპირებს. „ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციას ახორციელებს ერთ–ერთი ესტონური მოწინავე კომპანია Skinest Group. მინდა მივესალმო ამ კომპანიის ხელმძღვანელს ოლეგ ოსინოვსკის, რომელიც დღეს ფორუმში მონაწილეობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპანია ჩვენთან სხვა პროექტების განხორციელებასაც აპირებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სხვა ესტონური კომპანიებიც დაინტერესდებიან საქართველოს შესაძლებლობებით და უფრო მეტი ესტონური ინვესტიცია შემოვა საქართველოში.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)