14:02 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-12 11:10:33, 2258 ნახვა

საზოგადოება
ალი ბადიროვის საჯარო ლექცია-სემინარი მარნეულში

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სახელმწიფოებრივ და სამართლებრივ საკითხებზე საჯარო ლექცია-ტრენინგი ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები.

ლექცია მათ მშობლიურ, აზერბაიჯანულ ენაზე წაიკითხა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, სამართლის მაგისტრმა ალი ბადიროვმა. სტუდენტებს შეეძლოთ შეკითხვების დასმა როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ და რუსულ ენებზე.

შეხვედრაზე განხილული იქნა როგორც საკონსტიტუციო, ასევე საარჩევნო სამართლის საკითხები. შეკითხვები ძირითადად ეხებოდა ეთნიკური უმცირესობების უფლებებს და მათი ინტეგრაციის პრობლემებს.

”ვფიქრობ, რომ საინტერესო შეხვედრა შედგა. მადლობას ვუხდი მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს ასეთი ინიციატივისთვის და შეხვედრის ორგანიზებისთვის. ჩემი აზრით, დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავეცი. კმაყოფილი ვარ მარნეულელების აქტივობით. რაც უფრო ხშირი იქნება ასეთი შეხვედრები, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, ეს მით უფრო წაახალისებს ახალგარზდებს, სწავლისადმი სტიმულს გაზრდის და ინტეგრაციის პროცესს გააძლიერებს” - აცხადებს საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ლიდერი ალი ბადიროვი. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics