11:14 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 15:05:19, 2765 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელმა მარტინ შულცს თავი მოკვეთა - Charlie Hebdo ახალ კარიკატურას აქვეყნებს

ფრანგული სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს გერმანულმა ვერსიამ პირველ გვერდზე კანცლერის ანგელა მერკელის კარიკატურა გამოაქვეყნა, სადაც მერკელს ხელში მისი სოციალ-დემოკრატი კონკურენტის მარტინ შულცის მოჭრილი თავი უჭირავს, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცლებს.

ცნობისთვის, შულცი ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეა და გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში კანცლერის პოსტზე იყრის კენჭს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მერკელის კარიკატურის გვერდით Der Spiegel-ის ყდის მინიატურაა მიხატული,  რომელზეც ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ხელში თავისუფლების ქანდაკების თავი უჭირავს, იქვეა მინაწერი, რომ Spiegel-ის მკითხველები განრისხებულები არიან. 

გამოცემა წერს, რომ ციტატა Der Spiegel-ში მომუშავე ჟურნალისტებისადმი პატივისცემის გამოხატულებაა, ტრამპის ფოტო კი მინიშნება ამერიკის პრეზიდენტის ანტიიმიგრაციულ პოლიტიკაზე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics