|
2017-02-08 19:57:43, 1872 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა, 97 კი, წინააღმდეგი იყო. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, მოტივირებული შენიშვნები ემსახურება ორ მიზანს: მოხდეს სასამართლოს დეცენტრალიზაცია და ხელი შეუშალონ ძალაუფლების კონცენტრირებას თავმჯდომარეების ხელში და გაიზარდოს მოსამართლეების დაცულობა. შენიშვნები იყოფა სამ ნაწილად. შენიშვნათა ერთი ჯგუფი ეხება სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაციას და მოსამართლეებისათვის მეტი ავტონომიის მინიჭებას, მეორე ჯგუფი მოსამართლეთა დაცულობისა და დამოუკიდებლობის გაზრდას, მესამე კი, შედარებით ტექნიკური ხასიათისაა. კერძოდ, წარმოდგენილი შენიშვნების მიხედვით: რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ კვლავინდებურად თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა და ისინი არ უნდა დანიშნოს იუსტიციის საბჭომ; ერთი და იგივე პირს არ უნდა ჰქონდეს საშუალება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამავე დროს პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე; უნდა გაუქმდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება და მოსამართლეები უვადოდ დაინიშნონ; კანონით დაზუსტდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა და მინიმალურ რაოდენობის განსაზღვრასთან ერთად კანონით განისაზღვროს მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობა. შენიშვნები შეეხებოდა ასევე, მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევას და სხვა საკითხებს. ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ძირითადად ეყრდნობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს და პრეზიდენტის შენიშვნებზე უარი, ეს არის უარი ვენეციის კომისიის მიმართ. თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა და „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და თანმდევი კანონპროექტების პირვანდელი რედაქცია დაამტკიცა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)