22:29 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 16:01:41, 4729 ნახვა

პოლიტიკა
რუსმა რესტავრატორებმა ბედიის ტაძარში ქართული ფრესკები გაანადგურეს - (ფოტო/ვიდეო)

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბედიის ტაძარში, რუსმა რესტავრატორებმა ბედიის ტაძარში ქართული ფრესკები გაანადგურეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" აცნობეს, ტაძარში კედლები სრულად გაილესა და უნიკალური ფრესკები ჩამოიფხიკა.

 ამასთან ექსკლუზიურად მოწოდებულ ფოტოებში და ვიდეოში ჩანს, რომ განადგურებულია ბაგრატ მე-III-ის უძველესი ფრესკა. ასევე დაზიანებულია ღვთისმშობლის ფრესკა. სხვა დანარჩენი ფრესკები თეთრი ბათქაშით არის დაფარული. გარდა ამისა, საკნები ამოშენებულია ბლოკით.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბედიის ტაძარზე ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები და ორნამენტები დამტვრეულია და ტაძრის ეზოში ყრია. ტაძარშივეა დაყრილი ე.წ "რესტავრაციისთვის" გამოყენებული ცემენტის ტომრები და სამუშაო იარაღები. მიმოფანტულია ჩამონგრეული ქართული ორნამენტები.

აღნიშნული ფრესკის განადგურება ე.წ  "რესტავრაციული სამუშაოების" მიმდინარეობისას მოხდა და მას რუსეთის ფედერაციიდან უცნობი "რესტავრატორები" ახორციელებდნენ. რუსი რესტავრატორები აცხადებდნენ, რომ ტაძრის კედლის გამაგრებას გეგმავდნენ, თუმცა შედეგად კედელი, რომელზეც ფრესკა იყო ჩამოინგრა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი გაგოშიძე ამბობს, რომ ფრესკების აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ცნობისთვის, ბაგრატ მე-III გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეა (975-1014 წლებში).









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics