03:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 18:50:33, 2555 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ მამუკა ახვლედიანის სარჩელი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ მამუკა  ახვლედიანის სარჩელი  არ დააკმაყოფილა, რომელიც  თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მის გადაყენებას  ეხება.

 პირველი ინსტანციის სასამართლომ ახვლედიანის მოთხოვნა, აღედგინა თანამდებობაზე, არ გაიზიარა,   რის გამოც მან გადაწყვეტილება  აპელაციის წესით გაასაჩივრა.

მამუკა ახვლედიანი  სამართლებრივ დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძლებს,  უარის შემთხვევაში კი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.

შეგახსენებთ, უსტიციის უმაღლესმა საბჭომ  თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი  თანამდებობიდან გაათავისუფლა.

აღნიშნულ  გადაწყვეტილებას მხოლოდ  პრეზიდენტის კვოტით არჩეულმა  ვახტანგ მჭედლიშვილმა არ დაუჭირა მხარი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი ეთიკის ნორმების დარღვევასა და  მოსამართლისთვის შეუფერებელ ქმედებაში დაადანაშაულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics