00:08 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 15:24:54, 1768 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვება "სამარცხვინოა".  

სააკაშვილის თქმით, ცერცვაძე შესაძლოა 3 თებერვალს გაათავისუფლონ. 

„მე ვფიქრობ 3-ში გაუშვებენ, მაგრამ ყოველი დამატებითი დღე პატიმრობის არის სამარცხვინო. დღეს უკვე ჩანს, რომ პრინციპში გაუშვებენ, მაგრამ მე არ მესმის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ცნობისთვის, ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რასაც სასამართლო დარბაზში პროტესტი მოყვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე 15 იანვარს, უკრაინაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის ფედერაცია სამხედროს, მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და მის ექსტრადირებას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics