|
2017-01-26 14:47:38, 1357 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს
საპარლამენტო ფრაქცია ,,ევროპული საქართველო’’ ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს ფრაქციის თავმჯდომარის, სერგო რატიანის განცხადებით, მათ შესაბამისი კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირეს. ,,ჩვენს მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი, ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფისშექმნასითვალისწინებს, რომლის საფუძველს სტრატეგიული უბნებისა და მიმართულებასთან დაკავშირებული კომერციული გარიგებების ინფორმაციის მოძიება, გამოკვლევა და რეაგირებაწარმოადგენს. ხელისუფლება აცხადებს, რომ მას არ აქვს უფლება გაასაჯაროოს კომერციული საიდუმლოება, მაგრამ მას შეუძლებელია ჰქონდეს არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის წევრებს არ ჰქონდეთ უფლება გაეცნონ სახელმწიფოს უსაფრთხოების და ეკონომიკური საკითხების შემცველ დოკუმენტაციას. პარლამენტის პირველი უფლება და მოვალეობაა აკონტროლოს ხელისუფლება. ჩვენ ,,გაზპრომთან’’ დაკავშირებული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ვითხოვთ“,-განაცხადა სერგო რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)