|
2017-01-26 14:03:44, 1328 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა მარტში გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა მარტში გაიმართება. „იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს პრეზიდენტს სულ ახლახან ჰქონდა მიმართვა ახალარჩეული პარლამენტის მიმართ და პრეზიდენტის დღის წესრიგიდან გამომდინარე, ჩვენ კონსულტაციები გავმართეთ საქართველოს პარლამენტთან და შევჯერდით, რომ უპრიანი იქნებოდა პრეზიდენტის გამოსვლა შემდგარიყო მოგვიანებით, გაზაფხულზე, სავარაუდოდ, მარტში", - აღნიშნა ანა დოლიძემ. ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა შეეხება ყველა იმ საკითხებს, რომელიც საჭირბოროტოა საქართველოს მოსახლეობისათვის და რომელსაც პარლამენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)