18:08 - 07 Jul, 2026
|
2017-01-26 10:37:57, 1430 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით შესაძლოა, მარტში წარსდგეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით შესაძლოა, მარტში წარსდგეს. როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო მდივანსა და პარლამენტს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "მოლაპარაკებები არის საპარლამენტო მდივანსა და პარლამენტს შორის, რომ ეს პრეზიდენტის წლიური გამოსვლა იყოს მარტის დასაწყისში", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ცნობისთვის, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს ისმენს. საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს ანუ 7 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)