|
2017-01-25 19:21:19, 1309 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირი–საქართველოს საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირი–საქართველოს საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციაში. როგორც უწყებიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, რომლის მნიშვნელობაც განსაკუთრებით გაიზარდა უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში გაძლიერებული ფართომასშტაბიანი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული „ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგიით" გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციაში და ხაზი გაუსვა, საქართველოში არაერთი პროექტის განხორციელებას, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობაში ობიექტური ინფორმაციის გავრცელება და დეზინფორმაციის განეიტრალება წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)