18:08 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 18:18:09, 1354 ნახვა

პოლიტიკა
იოზვაკი: ევროპარლამენტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას კენჭს 13-16 თებერვალს უყრის

ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს 13-16 თებერვალს უყრის, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

მისი ინფორმაციით, ე.წ. შეჩერების მექანიზმის ტექსტის თარგმნა თებერვლის დასაწყისშია დაგეგმილი.

"ე.წ შეჩერების მექანიზმის ტექსტის თარგმნა თებერვლის დასაწყისშია დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტმა შესაბამის საკითხზე კენჭისყრა 13-16 თებერვალს უნდა ჩაატაროს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზალიბერალიზაციას სავარაუდოდ მარტში მიიღებენ", - წერს "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი.

ცნობისთვის, ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების კენჭისყრას 2 თებერვალს აპირებდა.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics