|
2017-01-25 15:39:09, 1364 ნახვა
პოლიტიკა
„ისინი გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში, რომლებმაც კონფლიქტის ზონიდან გვამებიც კი არ გამოასვენეს“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობას ის ოპონენტები სდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში, რომლებსაც ამ კუთხით ძალიან მძიმე წარსული აქვთ. პრემიერმა მედიასთან კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა და მოქალაქეებს მოუწოდა, კარგად დააკვირდნენ, რეალურად ქვეყნისთვის კარგი ვის სურს. „ისინი გვდებენ ჩვენ ბრალს სამხედროების უპატივცემლობაში, როცა 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ჩახოცეს ციხეში, უფრო მეტიც, რომლებმაც გვამებიც კი არ გამოიტანეს კონფლიქტის ზონიდან, რომლებმაც უმძიმესი პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს და რომლებმაც კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, სკამზე მიაბეს და კიდევ ერთხელ დახვრიტეს. ეს ადამიანები დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, კარგად დაფიქრდნენ იმ ადამიანების შიგთავსზე და წარსულზე, რომლებიც დღეს ჩვენ ქვეყნის სიყვარულის ნაკლებობაში და ლამის მოღალატეობაში გვდებენ ბრალს და კარგად დაუკვირდნენ, ვინ ვინ არის და ვინ რას აკეთებს ამ ქვეყნისთვის, ვის სურს ამ ქვეყნისთვის მართლაც კარგი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)