|
2017-01-23 10:48:49, 1159 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ევროპის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტებს გამართავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში - ფინეთის რესპუბლიკაში, შვედეთის სამეფოსა და ესტონეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია ვიზიტს ფინეთში სტუმრობით დაიწყებს. დაგეგმილია შეხვედრები ფინელ კოლეგასთან იუსი ნიინისტოსთან და თავდაცვის ძალების უფროსთან, გენერალ იამო ლინდბერგთან. ფინეთის თავდაცვის ძალებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ფინეთის რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის შესახებ ბრიფინგს დაესწრება. ლევან იზორია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტიმო სოინთანაც გამართავს შეხვედრას. ფინეთიდან ქართული დელეგაცია შვედეთის სამეფოში გაემგზავრება. ოფიციალური ვიზიტი შვედეთის სამეფოს სამხედრო აკადემიაში „კარლბერგში“ სტუმრობით დაიწყება, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი შვედ კოლეგასთან პიტერ ჰულტქვისტთან გამართავს შეხვედრას. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მინისტრები ანალიტიკურ-კვლევით ცენტრში „საზოგადოება და თავდაცვა“. გადაინაცვლებენ და ფართო საზოგადოებას საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები შვედეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ მიკაელ ბიდენთან და შვედეთის სამეფოს პარლამენტის - რიკსდაგის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტს ქალაქ ტარტუში ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სტუმრობით დაიწყებს, სადაც სამეთაურო და გენერალური შტაბის კურსების ქართველ მსმენელებს გაესაუბრება. დაგეგმილია ლევან იზორიას შეხვედრა ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან, ასევე ესტონეთის თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ენდრეკ სირელისთან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ევროპის ქვეყნებში 28 იანვარს დასრულდება.
(NS)
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)