|
2017-01-16 20:01:47, 1182 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს იურგენ ბოსს, ვიცეპრეზიდენტს ტობიას ვოსს და პროგრამის ხელმძღვანელს სიმონე ბიულერს შეხვდა. მხარეებმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნისათვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ საერთაშორისო ღონისძიებაზე სათანადოდ უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან ეს ლიტერატურის და ზოგადად, ქართული კულტურის პოპულარიზაციაა. როგორც შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ აღნიშნა, ქართული ლიტერატურა მაღალი დონით გამოირჩევა, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იწვევენ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)