20:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 11:32:41, 2251 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტის სიძის და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

საქართველოს პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სტაბილურია ასევე პრეზიდენტის სიძის მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„პრეზიდენტის სიძეს ჩაუტარდა ოპერაცია, მის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება, ასევე სტაბილურია მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისინი მულტიპროფილურ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას“,-აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ცნობისთვის, წუხელ ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და 236-ე, იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics