06:45 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 15:40:51, 1026 ნახვა

საზოგადოება
ჯეჯელავა: განათლების სამინისტროში ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით შემცირდა

განათლების სამინისტროში ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით შემცირდა, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯეჯელავას ინფორმაციით, ისევე, როგორც ყველა სამინისტროში განათლების სამინისტროშიც შემცირდა ანაზღაურების ფონდი და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები.

„ჩვენ შემთხვევაში, გადავწვყიტეთ საფუძვლიანად გადაგვეხედა სტრუქტურისთვის, რომელიც ახალ სტრატეგიაზე მორგებული ვერ იქნებოდა, რადგან ახალი სტრატეგია ახლა შეიქმნა. შესაბამისად, ზოგი მიმართულებით კონკრეტული განყოფილებები და მიმართულებებიც კი დავხურეთ, მაგრამ ზოგი სხვა მიმართულებით ვამატებთ კადრებს. მაგალითად, რესურსცენტრებს ვაძლიერებთ, უფრო მეტი თანამშრომლები ეყოლებათ რესურცენტრებს განათლების მიმართულებით და ნაკლები თანამშრომლები ეყოლებათ იურიდიულის და აუდიტის მიმართულებით. 10% არის შემცირება ხარჯებში, ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 10-11%-ია თუ არ ვცდები“, - განაცხადა ჯეჯელავამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics