|
2016-12-28 11:25:28, 1039 ნახვა
საზოგადოება
29-30 დეკემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში თბილი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი
საქართველოს ტერიტორიაზე 30 დეკემბრის ჩათვლით უმეტესად თბილი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. დღეს დედაქალაქ თბილისში +10 გრადუსია ნავარაუდევი, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 29 დეკემბერს +8 გრადუსი იქნება, შესაძლებელია მცირე წვიმა, 30 დეკემბერს +12 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ. აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში 29-30 დეკემბერს ტემპერატურა +10-დან +12 გრადუსამდე იმერყევებს. თუმცა, ცალკეულ ადგილებში, მაგალითად გორში, 28 დეკემბერს +5 გრადუსი სითბო და თოვლჭყაპია მოსალოდნელი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს ნალექია მოსალოდნელი. 29-30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოშიც კვლავ დათბება და ჰაერი +11-დან +16 გრადუსამდე გათბება. საქართველოს მაღალმთიან ადგილებში თოვლს ელოდებიან. ასევე, ნალექიან ამინდებს პროგნოზირებენ მთელ საქართველოში 31 დეკემბერეს.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)