03:44 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 10:54:31, 904 ნახვა

საზოგადოება
თბილისში 400 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა

400 დევნილი ოჯახი  თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ბინას მიიღებს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს  დადიანის ქუჩაზე 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის მერი დავით ნარმანია და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი გია ვოლსკი გადასცემენ.

მათივე ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში“  არსებული 200 ბინის გასაღებებს კი დევნილი ოჯახები 2017 წლის იანვარში მიიღებენ.

დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან,  148- ერთოთახიანი, 27- ოროთახიანი და 25- სამოთახიანი.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, თბილისში 12 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ.

სულ ჯამში თბილისში, უკვე 29  ნგრევადი ობიექტია დახურული.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics