|
2016-12-25 13:30:26, 1777 ნახვა
საზოგადოება
ბორტზე დოქტორ ლიზად ცნობილი ელიზაბეტა გლინკა, ჟურნალისტები, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის წევრები იმყოფებოდნენ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავში, რომელმაც კატასტროფა განიცადა, სამხედროებთან ერთად, ცნობილი ჟურნალისტები, გადამღები ჯგუფები, რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული ფონდის „სამართლიანი დახმარება“ ხელმძღვანელი, გაეროს კეთილი ნების ელჩი ელიზაბეტა გლინკა, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის წევრები იმყოფებოდნენ. საერთო ჯამში ბორტზე 83 მგზავრი და რვა ეკიპაჟის წევრი იყო. უფლებადამცველების ინფორმაციით, დოქტორ ლიზად ცნობილ უფლებადამცველს სირიის ლატაკიაში მედიკამენტები გადაჰქონდა.მან გამგზავრებამდე დახმარებისთვის რამდენიმე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ფონდს მიმართა და შეგროვილი მედიკამენტების სირიაში წაღება პირადად გადაწყვიტა. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორდზე იმყოფებოდნენ ცნობილი რუსი ჟურნალისტები, მათ შორის პირველი არხის ჟურნალისტი დიმიტრი რუნკოვი, ოპერატორი ვადიმ დენისოვა და ხმის რეჟისორი ალექსანდრე სოიდოვი, „ენტევესა“ და ტელეკომპანია „ზვეზდას“ გადამღები ჯგუფები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი „ Tu-154“ სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიემგზავრებოდა, სადაც წინასაახალწლო კონცერტი იყო დაგეგმილი. მათ სირიაში დისლოცირებული რუსული ბაზისთვის ახალი წელი უნდა მიელოცათ. თვითმფრინავის ნამსხვრევები სოჭში, შავი ზღვის სანაპიროზე აღმოაჩინეს.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)