|
2016-12-23 18:10:22, 1247 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაზე: სია საკმაოდ დაბალანსებული და ოპტიმალურია
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა საკმაოდ დაბალანსებულია. როგორც დეპუტატმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ადამიანებს, რომლებიც სიაში ვერ მოხვდნენ, საშუალება აქვთ, კომისიას თავიანთი წინადადებებით და მოსაზრებებით მიმართონ. „უპირველეს ყოვლისა ვფიქრობ, რომ შემადგენლობა საკმაოდ დაბალანსებულია. თუმცა ვისაც გული დაწყდა, რომ არ არის სიაში და სურვილი აქვს, რომ იყოს ჩართული ამ პროცესებში სრული უფლება და საშუალება აქვთ, რომ კომისიას მათი წინადადებებით, მოსაზრებებით მიმართონ და აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ არ დარჩება მათი მომართვები უყურადღებოდ“,-განაცხადა გია ვოლსკიმ. რაც შეეხება, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებას, რომელიც კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს, გია ვოლსკი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უსუფაშვილის განმარტება საკმაოდ დამაჯერებელია. „რაც შეეხება დავით უსუფაშვილის ჩართულობას, ვფიქრობ თავად დავითის განმარტება საკმაოდ დამაჯერებლად ჯღერს. თუმცა ამავე დროს ვახტანგ ხმალაძე, ადამიანი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე იდგა კონსტიტუციური ცვლილებების, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების პროცესის სამსახურში, მიუხედავად მისი პარტიულობისა, ალბათ გარკვეულწილად მატარებელი იქნება იმ მოსაზრებების, რომელიც მის თანაპარტიელს დავით უსუფაშვილს და სხვა თანაპარტიელებს გააჩნიათ. ასე რომ, კომისიის ბალანსის მხრივ ვფიქრობ, რომ ეს შემადგენლობა ოპტიმალურია“,-დასძინა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)