02:27 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 11:29:40, 903 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აქტიური თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე, ორგანიზაციის - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ ყოველწლიურ დაჯილდოებას დაესწრნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციამ მადლობის სიგელები იმ სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებს გადასცა, რომლებიც ორგანიზაციასთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე 2016 წელს თანამშრომლობდნენ.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შშმ პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს რამდენიმე პროგრამას: 1. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია; 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია; 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა; 4. სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა.

2016 წელს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას -„ბავშვთა ადრეული განვითარება“ ახორციელებს. პროგრამის მიზანია გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამით გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics