23:21 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 16:40:08, 1125 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული ბანკსა და ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიხედვით, ეროვნული ბანკი მუზეუმს საკოლექციო და მიმოქცევის დანიშნულების, ასევე, მიმოქცევიდან ამოღებულ ბანკნოტებსა და მონეტებს, რომლებიც სამომავლოდ მუზეუმის საგამოფენო სივრცეში განთავსდება.

გარდა ამისა, ეროვნული მუზეუმი ეროვნულ ბანკთან ერთად განახორციელებს შემეცნებით-სასწავლო პროექტებს კულტურის, მეცნიერებისა და ისტორიის სფეროში.   

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ერვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მელაშვილმა და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ.  

"დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მუზეუმს გადავცემთ ეროვნული ბანკის  მიერ გამოშვებულ ბანკნოტებსა და მონეტებს,  რომლებიც განთავსდება ეროვნულ მუზეუმის საგამოფენო სივრცეში. როგორც წესი, ფულის ისტორიას ქვეყნის პოლიტიკისა და ეკონომიკის ისტორიის საკითხების გაშუქებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.  ვფიქრობთ, აღიშნული თანამშრომლობა მუზეუმისა და ზოგადად ქვეყნის ვიზიტორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics