00:07 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 13:57:20, 1090 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნასთან დაკავშირებით, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს კოლეგა მინისტრის - დანიელ მიტოვის მისალოცი წერილი გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრაზე მხარეებმა  ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

 როგორც ცნობილია 2017-2019 წლებში საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო შეასრულებს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციას, შესაბამისად მხარეებმა მიმოიხილეს ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბულგარეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მზარდ პოტენციალს, განსაკუთრებით აღინიშნა ორივე ქვეყნის მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლი და მათი ჩართულობა აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში.

შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics